
არჩილ ვეფხვაძე — მხატვარი და ლანდშაფტის დიზაინერი
ცხოვრება და განათლება
არჩილ ვეფხვაძე დაიბადა 1967 წლის 16 იანვარს, თბილისში. 1973–1984 წლებში სწავლობდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში, ხოლო 1985–1993 წლებში თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემიაში. ის ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს, ასევე მუშაობს პროფესიონალურ პროგრამებზე, მათ შორის Adobe Photoshop და Illustrator.
პროფესიული გამოცდილება:
• ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება,
• თეატრალური სპექტაკლების სცენოგრაფია,
• ლანდშაფტური დიზაინი,
• ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი,
• წიგნების ილუსტრაცია, ეტიკეტებისა და ლოგოების დიზაინი,
• ბიზნესისა და სარეკლამო ბროშურების, ბანერების, მაკეტების შექმნა.
გამორჩეული პროექტები:
• 2017–2025: ლანდშაფტის დიზაინი თბილისში და რეგიონებში — პრეზიდენტის რეზიდენცია, პოლიციის აკადემია, სახელმწიფო სამინიტროების სკვერები, ქალაქების ცენტრალური პარკები.
• 2011–2017: სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტი — ცენტრალური მოედნები, სკვერები, ინფრასტრუქტურული ტერიტორიის დიზაინი ქალაქებში, მათ შორის თბილისი, ბათუმი, თელავი, საგურამო.
• 2005–2011: პროექტები თბილისი, ჩხოროწყუ, მცხეთა-ში — სახელმწიფო დაწესებულებების, სპორტული ობიექტებისა და საჯარო პარკების დიზაინი.
• 1999–2001: სცენოგრაფია და სცენური დიზაინი: თეატრის სპექტაკლები და ოპერის დრამატული წარმოდგენები,
შეფასება და ჯილდოები:
• 1998 & 2002: სპეციალური პრემიები წიგნის ილუსტრაციისა და მხატვრული კონკურსების ფარგლებში.
• მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, აკადემიებსა და კერძო გალერეებში.
სტილი და ხედვა
არჩილ ვეფხვაძის ნამუშევრები გამოირჩევა ფერთა ჰარმონიით, ემოციურობითა და არტისტული ხედვით, რომელიც აერთიანებს კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების ფორმებს.ხოლო რაც შეეხება ლანდშაფტურ დიზაინს - ეს არის ცოცხალი სივრცეების შექმნა, რომელიც ასახავს კლიენტის სურვილს, ინდივიდუალურობას და ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას. არჩილს სამხატვრო გამოცდილება საშუალებას აძლევს ტერიტორია დაინახოს არა უბრალოდ როგორც ნაკვეთი, არამედ როგორც სამგანზომილებიანი ტილო, სადაც კომპოზიცია, ფერი და ფორმა ქმნიან ერთიან ჰარმონიას.
რატომ არჩილ ვეფხვაძე
• 35+ წლიანი პროფესიული გამოცდილება მხატვრობაში და ლანდშაფტის დიზაინში
• ნამუშევრები, რომლებიც შექმნიან უნიკალურ გარემოს, ემოციასა და ვიზუალურ ეფექტს
• ფართო პროექტების გამოცდილება — პერსონალური და საზოგადოებრივი სივრცეები
• ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ნამუშევარში და დიზაინის პროექტში,სადაც მთავარი მიზანია ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის მაქსიმალური შერწყმა.
• მუშაობის პრიორიტეტია შედეგი, რომელიც სრულად პასუხობს კლიენტის სურვილსა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. პროფესიული გამოცდილება უზრუნველყოფს პროექტის ეფექტურ მართვასა და მაღალმხატვრულ შესრულებას.



